Friday, November 1, 2013






თიანეთი — დაბათიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი.
მდებარეობს თიანეთის ქვაბულში, მდინარე ივრის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 1100 მეტრზე,თბილისიდან დაშორებულია 75 კილომეტრით.
1874-1930 წლებში თიანეთის მაზრის ცენტრი იყო. დაბის სტატუსი მიენიჭა 1960 წელს.
დაბაში არის ადმინისტრაციული, განათლების და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები, მირზა გელოვანის მუზეუმი. თიანეთი ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტია. თიანეთის ჩრდილო-დასავლეთით შემორჩენილია XI ს-ის ხუროთმოძღვრული ძეგლის - ცხრაკარის სასახლის ნანგრევები

თიანეთის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში,მცხეთა-მთიანეთის მხარეში1917 წლამდე ახლანდელი თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ეკუთვნოდათიანეთის მაზრას1924 წლიდან დუშეთის მაზრას მიეკუთვნებოდა, 1932 წლიდან ყალიბდება დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ ერთეულად.
თიანეთის მუნიციპალიტეტს ჩრდილო-დასავლეთით საზღვრავს დუშეთის მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთითახმეტის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება, სამხრეთით კი მცხეთისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები. თიანეთის მუნიციპალიტეტის ფართობია – 906.3 კმ².


რელიეფი

თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორია საშუალ-მაღალმთიანია. ტერიტორიის დიდი ნაწილი მაღლობებსა და მთისწინეთებს უკავია, მცირედ კი ჩადაბლებებს. ძირითადად გაბატონებულია ეროზიული, ძველ მყინვარული და წყალ-აკუმულაციური რელიეფის ფორმები.
მუნიციპალიტეტის დასავლეთით აღმართულია უმეტესად საშუალმთიანი ქართლის ქედის აღმოსავლეთ კალთები. ქედის უმაღლესი მწვერვალია ჭიჩოსმთა (3084 მ), რომელიც მდებარეობს ქედის ჩრდილო მონაკვეთზე. ქართლის ქედზე მდებარე სხვა მთებიდან მნიშვნელოვანია: სასვავეთავი (2780 მ), ელიასნიში (2265 მ), ჩარგლისთავი (2767 მ), შაშური (2112 მ), ხეობა (1492 მ) და სხვ. გადასასვლელებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია უღელტეხილი ფუტკარული (2300 მ), რომელიც აკავშირებს არაგვისა და ივრის ხეობებს.
ქართლის ქედის გეოლოგიურ აგებულებაში ძირითადად მონაწილეობენ ცარცული ნალექები. გვხვდება ასევე იურული და პალეოგენური ნალექები. ქედი ატარებს ძველი გამყინვარების ნიშნებს - ცირკებსკარებს და სხვ., რაც მოწმობს იმაზე, რომ წარსულში ქედმა გამყინვარება განიცადა. ქართლის ქედი მის სხვადასხვა ადგილებში განსხვავებული ჰიფსომეტრიული ნიშნულებით ხასიათდება. მაგ.: ჩრდილოეთით მდებარე მწვერალები სიმაღლეში 3000 მ-ს სჭარბობენ, სამხრეთის მონაკვეთის მთები კი 1400 მ-მდე დაბლდებიან. ჩრდილოეთით მდებარე ჭიჩოსმთასა და სამხრეთით მდებარე მთა დოლოშას შორის სიმაღლეთა სხვაობა უდრის 1666 მ-ს. ქართლის ქედი მეტ-ნაკლებადაა დანაწევრებული ხევ-ხეობებით. მისი კალთებიდან არაერთი მდინარე იღებს სათავეს მ.შ. აძეძიქუსნოხაშრულაძაღლიანთხევიხინჭებისხევიწირდალისხევიჩარგლულა და სხვ.
თიანეთის მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთით აღმართულია ეროზიულ მერიდიანული კახეთის საშუალმთიანი ქედი, რომელზეც აღმართულია მთები გარეჯა (2496 მ), მუხათი (2042 მ), ლაღისმთა (2595 მ), შახვეტილა (1325 მ) და სხვ. კახეთის ქედის ჩრდილო ნაწილი აგებულია ზედაიურული კარბონატული ქანებით, სამხრეთ ნაწილი კირქვიანი თიხა-ქვიშაქვების წყებებით. მუნიციპალიტეტის ფარგლებში კახეთის ქედს გამოეყოფა ჭიაურის ქედი, რომელიც გაწოლილიაიორსა და საგამს შორის. ჭიაურის ქედზე აღმართღულია მთა ჭიაური (2018 მ), რომელიც მდინარე ჭიაურისწყლის სათავეში მდებარეობს და ახასიათებს გუმბათისებრი ფორმა. კახეთის ქედიდან ჩამოედინებიან მდინარეები: საგამი, ბაბხისხევი, წისქვილისწყალი (დასავლეთ კალთებიდან), ილტო და მისი მთელი რიგი მარჯვენა შენაკადები.
ოროგრაფიულად კახეთის ქედის გაგრძელებას წარმოადგენს გომბორის საშუალმთიანი ქედი, რომელიც მუნიციპლიტეტის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილშია აღმართული და აგებულია უმეტესად ცარცული და მესამეული ასაკის წყებით. გომბორის ქედზე გვხვდება პენეპლენიზებული რელიეფის ფრაგმენტები, რომელიც განისაზღვრება ქვედამიოცენური ასაკით.
ქართლისა და კახეთის ქედები ერთმანეთთან გადაბმულნი არიან თიანეთის ქედის მეშვეობით, რომელიც ეროზიული რელიეფით ხასიათდება და აღმართულია მუნიციაპლიტეტის ჩრდილოეთით. თიანეთის ქედზე მდებარეობს მწვერვალი მასარა (3279 მ).
თიანეთის მუნიციპალიტეტის რელიეფის უარყოფითი ფორმებიდან გამოსაყოფია თიანეთისა და ერწოს ქვაბულები.
თიანეთის ქვაბული ივრის ხეობის გაფართოებული ნაწილია და იფარგლება იგი ქართლისა და კახეთის ქედებით. ქვაბული ვრცელდება 1050 მ-იდან (სამხრ) 1150 მ-მდე (ჩრდ.). თიანეთის ქვაბულის ფსკერი წარმოადგენს აკუმულაციურ ვაკეს, რომელიც აგებულია ფხვიერი ნალექებითა და ლიასით. იგი შექმნილოია ტექტონიკური პროცესებით.
თიანეთის ქვაბულის მსგავსად ერწოს ქვაბულიც ღრმულისებრი ტექტონიკური ჩადაბლებაა, რომელიც ირწყვის მდინარე აძეძით. ქვაბულის სიმაღლეა 1000-1100 მ. ერწოს ქვაბულის ფსკერი აკუმულაციური ბრტყელი ვაკეა, რომელიც ნაგებია

No comments:

Post a Comment